გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ირაკლი კოდუას ძმა დავით კოდუა სცემეს. კოდუას ნიღბიანები დაესხნენ თავს და ის რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული.
კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან" გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში დღეს, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს.