ოდესაში მომხდარი არეულობების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 46 ადამიანს მიაღწია. ორასზე მეტმა ადამიანმა კი დახმარებისათვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა. განცხადება ამის შესახებ ბრიფინგზე ოდესის ოლქის პროკურორმა იგორ ბორშულაკმა გააკეთა.
„სამწუხაროდ, გუშინდელმა მოვლენებმა 46 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ვთხოვ, ქალაქის ყველა მცხოვრებს და სტუმარს შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროვოკაციას არ წამოეგონ.
ამ დროისათვის ქალაქი სამართალდამცავი ორგამოების თანამშრომელთა კონტროლის ქვეშ იმყოფება',_ განაცხადა ბორშულაკმა.
მისივე ინფორმაციით, ოდესაში მომხდარ არეულობაზე უკვე აღძრულია რამდენიმე სისალის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.