ევროკავშირის ხელმძღვანელობას სურს წევრი ქვეყნებისათვის გაზის შეძენის ერთიან სისტემაზე გადავიდეს. აღნიშნული მიმართულებით ექსპერტები უკვე ინტენსიურად მუშაობენ. დღეისათვის ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს სხვადასხვა ფასად ყიდულობენ, თუმცა ევროკავშირის ხელმძღვანელობა განიხილავს იდეას, რომ გაზის შეძენა ცენტრალიზებულად და ერთიანი ფასით მოხდეს.