სლავიანსკში ეუთოს დამკვირვებლები გაათავისუფლეს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვლადიმერ ლუკინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„გათავისუფლებულია 12 ადამიანი, რომელიც მე სიაში მყავს",_ განაცხადა ლუკინმა და აღნიშნა, რომ ეუთოს დამკვირვებლების გათავისუფლება გარიგება არ ყოფილა.
„ ეს ჰუმანიტარული აქტი იყო და ჩვენ ამისათვის ძალიან მადლობლები ვართ ქალაქის ხელმძღვანელებისა",_ განაცდადა ლუკინმა და აღნიშნა: „ჩვენ გვსურს, რომ ამ ჰუმანიტარულ აქტებს მოჰყვეს სხვა ჰუმანიტარული აქტები, მაგალითად ცეცხლის შეწყვეტა და მხარეთა მოლარაკების მაგიდასთან დაჯდომა".