3 მაისს, დაიწყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი
ყაზახეთის რესპუბლიკაში, ასტანაში, სადაც ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 47-ე შეკრებაში, რომლის თემაა: „აბრეშუმის გზა - აზია ცვალებად მსოფლიოში."
ოთხი დღის განმავლობაში ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 3 ათასზე მეტი მონაწილე, მათ შორის არიან ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები.
ყოველწლიურ შეხვედრაზე იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად დგას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე განიხილება აზიის განვითარების ბანკის სტრატეგია-2020, რომელიც ბანკის მმართველთა საბჭომ აპრილში დაამტკიცა. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობს წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გააორმაგებს თავის ინვესტიციებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ტაკეჰიკო ნაკაოსთან (Takehiko Nakao), აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ვენსაი ჟანგთან (Wencai Zhang).
მასალის გამოყენების პირობები