უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. ოპერაციის აქტიური ფაზა, რომელიც გუშინ საღამოს შეჩერდა დღეს გამთენიისას გაგრძელდა. უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება გაჩერებას არ აპირებს. განცხადებები ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
„წუხელ ანტიტერორისტული ძალების მეშვეუბოთ ტერორისტებისაგან კრამატორსკის სატელევიზიო ანზა გავათავისუფლეთ. ოპერაცია ნაციონალურ გვარდიის წარმომადგენლებდა და შეუარაღებული ძალების სამხედროებმა ჩაატარეს. აქტიური ფაზა გამთენიისას გაგრძელდა. არ ვჩერდებით",_ დაწერა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ავაკოვმა.