უკრაინის საკითხზე, რუსეთის ინიციატივით მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა სკანდალით დასრულდა. სხდომის ბოლოს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აშშ-ს წარმომადგენელს სამანტა პაუერსა და რუსეთის წარმომადგენელს ვიტალი ჩურკინს შორის.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას მხარი დაუჭირა. მხოლოდ ჩინეთმა გააკეთა დიპლომატიურად ნეიტრალური განცხადება.
უკრაინამ მსოფლიო საზოგადოებას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არავითარი ტანკები და ავიაცია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოგვიყენებია.
რუსეის განცხადებები კი რომელთა მიხედვითაც ანტიტერორისტულ ოპერაციაში არასამთავრობო შეიარაღებული ჯგუფები არიან ჩართულნი სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე აბსოლუტურად ცინიკური და ყალბია რუსეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინაში ინგლისურენოვანი სამხედროები იბრძვიან.
ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ერთადერთი უცხო ქვეყნის სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ეს რუსი დივერსანტები და დაქირავებულები არიან",_ განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა.
სხდომაზე უკრაინა მხოლოდ რუსეთმა გააკრიტიკა.