ოდესაში პროფკავშირების საოლქო ფედერაციის შენობაში (პროფკავშირების სახლი) 36 გვამია აღმოჩენილი. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად დასტურდება.
უკრანული მედიის ინფორმაციით, ოდესის ქუჩებში ერთიანი უკრაინისა და რუსეთის მომხარეთა შორის არსებული შეტაკების შედეგად, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლებს ესროდნენ ამ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
„ხანძარი შენობის მე-2-და მე-3 სართულებზე გაჩნდა. ხანძრის ადგილზე 13 ეღეული სახანძრო მანქანა 51 მაშველი გაიგზავნა. სახანძრო და სამაშველო მანქანების შემთხვევის ადგილამდე მისვლას ქუჩებში გამოსული და კონფლიტში ჩართული ადამიანების დიდი რაოდენობა უშლიდა ხელს",_ იუწყება უკრაინული მედია.
მათივე ინფორმაციით, შენობიდან თავად გამოაღწია 210-მა ადამიანმა, კიდევ 120 მაშველებმა გადაარჩინეს. დამწვარია 120 კვ.მ. ფართობი აღმოჩენილია 36 გვამი. მიმდინარეობს გამოძიება.