ოდესის ცენტრში ერთიანი უკრაინისათვის მარშის მონაწილეთა და რუსეთის მომხრეთა შორის შეტაკებები მიმდინარეობს. უკვე დაზარალებულია 10 ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეტაკებებში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადამიანების დაგებულ ქვაფენის შლიან და ფილებს ერთმანეთს ესვრიან.
მართალია მილიციამ მოახერხა დაპირისპირებულ მხარეთა შორის ჩადგომა, მაგრამ სამართალდამცავების იქ ყოფნა პერმანენტულ შეტაკებებს ხელს ვერ უშლის.
ისმის შეძახილები: „დიდება უკრაინას!" „სიკვდილი მტერს!" და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები