ყირიმის ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყირიმის თავდაცვის ძალები მათ სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი ამბოხებულების დასახმარებლად გაგზავნას სთხოვენ. განცხადება ამის შესახებ ყირიმის ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი აკსენოვმა დღეს გააკეთა.
„ყირიმელები იხვეწებიან სამხრეთ აღმოსავლეთში გაგზავნას. თავდაცვის ძალები ითხოვენ თავიანთი ძმების დასახმარებლად გავაგზავნოთ",_ განაცხადა აკსენოვმა და აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია უთხრას ყირიმელებს, რომ ისინი რუსი ეროვნების მოქალაქეებისა და სხვა ეროვნების მოქალაქეების დასახმარებლად არ გაემგზავრონ.