6 მაისს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერიაში," 13:00 საათზე, საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, აბდულა გიული. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 100 თურქული უმსხვილესი კომპანია, რომელიც მოიცავს მრავალ აქტუალურ სექტორს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მიღება, რომლის ფარგლებში შედგება შეხვედრები ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის.