საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, მიმდინარე კვირას გაიმართება.
საქართველოს პირველი პირი ბელგიაში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე დასასწრებად ჩავა, რომელიც 25 მარტსაა დაგეგმილი.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილისა და ანდრეს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა ყრილობის შემდეგ გაიმართება.
"საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას შეეხება", - განმარტა კალანდაძემ.
რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას, მას 15-მდე სახელმწიფოს მოთაურები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველო უკვე რამდენიმე წელია ამ პარტიის წევრია.