„იმ დროს, როდესაც რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს უკრაინაში არსებული სიტუაციის დეესკალაციისთვის და კონფლიქტის მოგვარებისათვის, კიევის რეჟიმი ავიაციისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებით, მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების დაცხრილვაზე წავიდა",_ ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კრემლში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო.
„ამით კი მან ფაქტობრივად ბოლო იმედი მოსპო იმისა, რომ ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები სიხოცხლისუნარიანია",_ განაცხადა პესკოვმა.