რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას, სადაც „სადამსჯელო ოპერაციაა დაწყებული" ოპერატიულ რეჟიმში იღებს. განცხადება ამის შესახებ, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ადრე, ჯერ კიდევ მინსკში ყოფნისას პუტინმა ასეთი შსაძლო ოპერაციის ჩატარებას დამნაშავეობრივი აქცია უწოდა",_ განაცხადა პესკოვმა და დასძინა: „სამწუხაროდ, მოვლენათა განვითარება ამ შეფასებას ადასტურებს".
პესკოვმა აღნიშა ისიც, რომ უკრაინაში გაგზავნილ პრეზიუდენტის წარმომადგენელთან ლუკინთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები