უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ანატოლი გრიცენკოს შვილი ალექსეი, რომელიც ავტომაიდანის ერთ ერთი ლიდერი იყო, სამხედრო სავალდებული სამსახურის გასავლელად გამოიძახეს.
ამის შესახებ თავად გრიცენკო Facebook-ზე წერს.
გრიცენკო აღნიშნავს,მას დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ იმყოფება სამხედრო კომისარიატში და გადის სამედიცინო შემოწმებას, რის შეემდეგაც ლვოვის მხარეში განლაგებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გააგზავნიან.
„ჩემი, როგორც მშობლის სიტყვა იყო ძალიან მოკლე: სახელმწიფომ შენ იარაღი განდი - დაიცავი ღირსეულად სამშობლო!", - წერს გრიცენკო.