აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რიგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 0,7-პროცენტიანი მატება, რაც აპრილის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების ზრდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (6,2 პროცენტი) და ხილისა და ყურძნის (3,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,3 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა აპრილის თვის ინფლაციაში 0,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფასების მატებამ საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების ქვეჯგუფზე (2,1 პროცენტი).