სლავიანსკში გამაგრებული სეპარატისტები სისხლიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან და ამისათვის რუს ჟურნალისტებს უკვე აგროვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სამხედრო პოლიტიკური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი აცხადებს, რომ პროვოკაცია შესაძლოა ადამიანების დაღუპვას ისახავდეს მიზნად.
პროვოკაციის მიზანია მოახდინოს იმიტაცია იმ „სიმხეცისა" რასაც უკრაინელი სამხედროები ახორხიელებენ.
„რუსი ჟურნალისტები სასწრაფოდ იკრიბებიან ჯერ კიდევ რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონში",_ წერს ტიმჩუკი.