ბოევიკებმა სლავიანსკი დაჭრილთა დასახმარებლად მიმავალი ვერტფრენს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი ექიმი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამას გარდა, უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფრმაციით, სლავიანსკში ალყაშემორტყმული სეპარატისტები იღებენ ზომებს, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა „ცოცხალ ფარად" გამოიყენონ, როგორც ქალაქის მიდამოებში ასევე საგუშაგოებზე.
ჯერ-ჯერობით სლავიანსკი ალყაშემორტყმული რჩება.