საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო წესების დარღვევის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, მოქალაქე ა. კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ამროსი კალანდაძემ, 2014 წლის 1 მაისს, საბაჟო - გამშვებ პუნქტ ,,სადახლო"-ს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით, ავტომობილში დასამონტაჟებელი დიდი ოდენობით გაზის სისტემის ნაწილები გადმოიტანა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საბაჟო წესების დარღვევით, სომხეთიდან შემოტანილი კონტრაბანდული გაზის სისტემის ნაწილების აღურიცხავად რეალიზაციას მეწარმეებზე სისტემატურად ახორციელებდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 214-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე.