უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ადასტურებს, რომ წუხელ ქალაქების სლავიანსკისა და კრამატორსკის რაიონებში, ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა დაიწყო.
მისივე ინფორმავიით, დაღუპულია ერთი მფრინავი და არიან დაჭრილები. ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობს შს, ნაციონალური გვარდია და შეიარაღებული ძალები.
„ამ დროისათის კონტროლის ქვეშაა 9 საგუშაგო სლავიანსკის მიდამოებში. ქალაქი მთლიანად ალყაშია", _ წერს ავაკოვი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
ავაკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინული არმიის წინააღმდეგ პროფესიონალი დაქირავებულები იბრძვიან.
ავაკოვი სლავიანსკისა და კრამატორსკის მცხოვრებლებს სთხოვს გარეთ არ გამოვიდნენ. მისივე თქმით, სარკინიგზო მიმოსვლა ანტიტერორისტული ოპერაციის მიდამოებში გადაიკეტება, ასევე მინიმუმამდეა შეზღუდული სლავიანსკში შესვლის შესაძლებლობა.
ამავე დროს უკრაინის უშიშროების სამსაური ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სლავიანსკის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები