5 დღეში სახელმწიფომ 680 000 ლარის ქონება გაასხვისა. 14-19 აპრილის პერიოდში სსიპ ,,სახელმწიფო ქონები სეროვნული სააგენტოს" მიერ ინიცირებული იყო 12 ელექტრონულ იაუქციონი. აღნიშნული ობიქტებიდან 7 ობიექტი სპრივატიზება განხორციელდა აუქციონის წესით, ხოლო 5 - ჩაიშალა. პრივატიზებიდან შემოსულმა თანხამ კი 680 000 ლარი შეადგინა.
პრივატიზებული ობიექტებია:
თბილისი, დიდხევის დაღმართი: ქალაქ თბილისში, დიდხევის დაღმართსა და მარცხენა სანაპიროს შორის მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენდა 228.00 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულია ფიზიკური პირი ლევან გოცაძე. საბოლოო საპრივატიზებო ობიექტი 95 000 ლარად გაიყიდა.
თერჯოლის რაიონი, სოფელი რუფოთი: თერჯოლის რაიონში, კერძოდ კი სოფელ რუფოთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საპრივატიზებო ობიექტის ფართი შეადგენდა 411.00კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულია ფიზიკური პირი სულხან სამხარაძე. აღნიშნული ობიექტი საბოლოოდ 8 000 ლარად გაიყიდა.
თბილისი, ვარკეთილი 3: ქალაქ თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (მშენებარე), რომლის ფართი შეადგენდა 5274.00 კვ.მ.-ს. საპრივატიზებო ობიექტი 500 000 ლარად გაიყიდა. გამარჯვებულია შპს „ტეტრისი".
თბილისი, ვარკეთილი 3: ქალაქ თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში, მდებარე ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მთლიანი ფართი შეადგენდა 65.36კვ.მ.-ს. საპრივატიზებო ობიექტი 20 000 ლარად გაიყიდა. გამარჯვებულია ფიზიკური პირი გურამ ელიზბარაშვილი.
ბათუმი, მახვილაურის დასახლება: ქალაქ ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენდა 22.00 კვ.მ.-ს. საპრივატიზებო ობიექტი 2 000 ლარად გაიყიდა. აუქციონში გამარჯვებულია შპს „თურ-მურჰოლდინგი".
ზუგდიდის რაიონი, სოფელი ჭითაწყარი: ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჭითაწყარში, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ფართი შეადგენდა 2 019.00 კვ.მ. საპრივატიზებო ობიექტი 40 500 ლარად გაიყიდა. აუქციონში გამარჯვებულია ფიზიკური პირი ნოდარ არახამია.
თბილისი, ჟონეთის ქუჩა: ქალაქ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ფართი შეადგენდა 349 კვ.მ. საპრივატიზებო ობიექტი 14 500 ლარად გაიყიდა. აუქციონში გამარჯვებულია ფიზიკური პირი ზვიად აბრამიშვილი