„მცდელობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაიწყო სამხედრო შეტევა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაზე კიევის ხელისუფლებისთვის ბოლო შეტევა გახდება", - განცხადება ამის შესახებ ყირიმის ე.წ. რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა სერგეი აკსენოვმა და ე.წ. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ კონსტანტინოვმა გააკეთეს.
„იმ თაღლითებს, რომლებიც სხედან კიევში არ ესმით, რომ ყველაფერი სადაც ისინი აკეთებენ, პირადად მათ დაარტყამს. ომს ხალხის წინააღმდეგ კარგი არაფერი ჯერ არასოდეს მოუტანია. მიგვაჩნია, რომ ისინი ყველა უნდა გასამართლდდნენ",_ აცხადებს აქსენოვი და აღნიშნავს, რომ „ისტორია იმ ნაძირლებს რომლებიც ჯარს საკუთარი ხალხის წინაააღმდეგ წარმართავენ ნებისმიერ შემთხვევაში მიუჩენს ადგილს".
აქსენოვი ასევე აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზის განახლება კიევისათვის საპირისპირო შედეგს გამოიღებს.
"მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ ეს ყველაფერი ათოჯერ უფრო დიდ წინააღმდეგობას გამოიწვევს. მშვიდობიანი ხალხის მკვლელობების გამართლება არ შეიძლება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს - ამიტომაც გონს მოვიდნენ", - აცხადებს აქსენოვი.
მისივე თქმით, ყიირმი მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლებს, რომლებიც სამართლიანად იბრძვიან თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებისათვის.
„საბრძოლო მოქმედებების განახლება იქნება კიევის ხელისუფლების ბოლო შეტევა",_ აცხადებს კონსტანტინოვი - „ახლებენ ხელს ერთ ადამიანს? ათჯერ უფრო მეტ პასუხს მიიღებენ".
მისი აზრით, კიევი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელიც დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება.
„ხელისუფლებაში არაადეკვატური ხალხი მოვიდა, არ გამიკვირდება თუ ისინი ხვალ ჰიტლერს თავის საპატიო ლიდერად გამოაცხადებენ. მგონია, რომ რუს ადამიანებს ადრე თუ გვიან მოუწევთ ამ ნაცისტური შაბაშის შეწყვეტა",_ აცხადებს კონსტანტინოვი.