საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში დიანა იანსეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპასთან, დასავლეთ ბალკანეთთან და თურქეთთან რეფორმების სფეროში შვედეთის მთავრობის სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2014 წლის მაისში საქართველოში იგეგმება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალური მდივნის ვიზიტი, რომლის დროსაც განიხილება სტრატეგიით გათვალისწინებული სამომავლო თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი საქართველოსთან თანამშრომლობს და პროექტებს აფინანსებს ისეთ სფეროებში როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში ევა გიბსონი.