საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის წინადადება მოიწონა და მას 17,1 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფაზე დასთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
კრედიტის გამოყოფის პირობად ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატაება დასახელდა, მათ შორის არის გადასახადებისა და ფასების აწევა გაზზსა და ელექტროენერგიაზე.
თანხა ორი წლის განმავლობაში გამოიყოფა. პირველ ტრანშს 3.2 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს. ამ თანხიდან დაახლოებით 2 მილიარდი ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებაზე წავა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კლისტინ ლეგარდმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია რეგულარულად შეამოწმებს იმას, თუ როგორ ასრულებს კიევი პირობას როფორმების ჩატარების სფეროში. გადაწყვეტილება კი კიევისათის მეორე და მესამე ტრანშის გამოყოფის შესახებ, იმის მიხედვით იქნება თუ როგორ შეასრულებს კიევი თავის პირობას რეფორმებს ჩატარების კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები