ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ ერთი ლიდერი დენის პუშილინი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის მხრიდან „საინფორმაციო მხარდაჭერაზე" ისაუბრა. მოკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტებთან ურთიერთობის სურივილია. ხოლო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგნელებთან შესაძლო შეხვედრების შესახებ, პუშილინმა განაცხადა, რომ მათთან მოლაპარაკებები უკვე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი ანუ მაშინ როდესაც მათი ლეგიტიმაცია მოხდება.
რეფერენდუმის ჩატარება სეპარატისტებს 11 მაისს აქვთ დაგეგმილი.
„სამუწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს უკვე მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ჩვენი ლეგიტიმაცია და სამართლებრივ ველში გასვლა მოხდება. ლეგიტიმაცია ჩვენთვის რეფერენდუმის შემდეგ იქნება შესაძლებელი",_ განაცხადა პუშილინმა.
აღსანიშნაია, რომ დენის პუშილინი სეპარატისტთა სხვა ლიდერებთან ერთად ფიგურირებს იმ სანქციურ სიაში, რომელიც მათ წინააღმდეგ ევროკავშირმა მიიღო. თავად პუშილინმა აღნიშნა, რომ ამჟამად ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდიუმის თანათავმჯდომარეა.
მან უარყო წინადადებები იმის შესაბ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული პრორუსი ბოევიკები უკანონოდ და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იქცევიან.
„ჩვენ რომ რამეს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვაკეთებდეთ, ჩვენ ხალხი იმაზეუფრო ადრე დაგვამთავრებდა, ვიდრე წინა ხელისუფლება დამთავრდა. ჩვენ უბრალოდ ჩვენს თავზე ავიღებთ ამ მნიშვნელოვან პერიოდში რეფერენდუმის მომზადება",_ განაცხადა პუშილინმა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი რეფერენდუმის ჩატარებაა.
ამასთან ერთად პუშილინმა აღიარა ისიც, რომ სეპარატისტები საინფორმეციო და კონსულტაციურ დახმარებას რუსეთისგან იღებენ.
„აუცილებელია იმის გაშუქება რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ დამახინჯებულ ინფორმაციას ბევრი შეცდომაში შეჰყავთ. ახლა გაჩნდა რუსეთის საინფორმაციო და კონსულტაციური მხარდაჭრა, იმიტომ, რომ ჩვენ მართლა ძალიან გვიჭირს",_ აცხადებს სეპარატისტი.
რეფერენდუმის შემდეგ სეპარატისტები მოქმედებას „შექმნილი მდგომარეობის შესაბამისად" აპირებენ. პოლიტტექნოლოგი რომან ლიაგინი აცხადებს, რომ ამბოხებულებს უკრაინაინის ნაწილად ყოფნა არ სურთ.
პუშილინმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ სეპარატისტები კიევის ხელისუფლებას „ხუნტას" უწოდებენ.
მისივე თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ვიტალი იარემასთანდიალოგი -არ გამოვიდა, „ვინაიდან მან ჩვენ დამნაშავეები და ტერორისტები გვიწოდა".
დენის პუშილინმა პრესკონფერენციაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ამბოხებულ აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი რამ - „რუსული სამყარო" აერთიანებს, რომელიც „დაჩაგრული იყო".
ამასთან ერთად, ის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მცხოვრებლებსა და რუსეთის მცხოვრებლებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. მისივე თქმით, მისთვის უფრო ახლო იმპერიული ფასეულობები და უცხოა დასავლური. მაგალითისათვის მან მოიყვანა ის, რომ მას არასოდეს ეყოლება გეი მეგობრები.