უკანონო სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება შესაძლოა, თვითმართველობის არჩევნებამდე ვერ მოხერხდეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განაცხადებით, კანონის სწრაფად მიღების დავალება პრემიერმაც გასცა, თუმცა, არის გარკვეული შენიშვნები, რომელზე მუშაობაც ამ დრომდე გრძელდება.
"კანონის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობიდან ამოდის ელექტრონული თვალთავლისა და მიყურადების მუხლი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გადადის, რის შემდეგაც აღნიშნული მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ განხორციელდება. კანონპროექტზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება, ამიტომ თუ როდის მიიღებს პარლამენტი, ჯერ უცნობია", - განაცხადა თადუმაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლები, რომლებიც უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებენ, დღეს კანონპროექტის დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან.
დღეს ამ კანონზე განხაცდება გააკათა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი მაქსიმალურად მოკლედ ვადებში მიიღოს. ამასთან, პრემიერმა აღნიშანა, რომ კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.