ექსპერტები და საზოგადოება სადაზღვევო სექტორში რჩეულ კომპანიად „ჯიპიაი ჰოლდინგს" აღიარებენ .ჰოლდინგი" 2013 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა 100 წარმოდგენილ კომპანიას შორის და ეს ჯილდო უკვე მეოთხედ მოიპოვა.
ოქროს ბრენდის რიგით მეცხრე ოფიციალური ცერემონია "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა 2014 წლის 28 აპრილს Global Idea-ს, გაზეთი FINANCIAL-ის, საქართველოსსავაჭრო-სამრეწველოპალატისა დაამერიკისსავაჭროპალატისმხარდაჭერით.
ჯილდოს მფლობელები ხდებიან კომპანიები, რომლებმაც გასულ წელს საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
ბრენდის პოპულარობა კვლევის საფუძველზე ვლინდება.მისი მთავარი ფოკუსი კომპანიათა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისთვის მიღებულ კრეატიულ გადაწყვეტილებებზეა მიმართული.
200-მდე ექსპერტი აფასებს ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის ცნობადობას და მისი პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებს. გამოკითხვის შედეგები კი საქართველოს სავაჭრო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატის, კომპანია Global Idea-სი და გაზეთ FINANCIAL წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლით ჯამდება.
პაატა ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი:"ნდობა სადაზღვევო კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ჯილდოც იმის გამომხატველია, რომ ჩვენი კლიენტები და საზოგადოება გვენდობა. მოხარულები ვართ, რომ უკვე მეოთხედ აგვირჩიეს როგორც საუკეთესო კომპანია სადაზღვევო სექტორში. ჩვენთვის ეს დიდი სტიმულია, გავაგრძელოთ უკეთესი მომსახურებისა და კიდევ უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი სადაზღვევო შეთავაზებების განვითარება ბაზარზე, 2013 წელს „ჯიპიაი"-მ აქტიური ნაბიჯები გადადგა ზოგადად დაზღვევისადა საკუთარი პროდუქტების პოპულარიზაცის მიზნით. რჩეულ ბრენდის ჯილდო კიდევ ერთხელ არის ჩვენი წარმატებისა და ბაზარზე განვითარების სტრატეგიის აღიარება, რაც , ცხადია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვუცხადებ მადლობას თითოეულ ჩვენ კლიენტს, ასევე ღონისძიების ორგანიზატორებს და იმ ადამიანებს, ვინც უპირატესობა „ჯიპიაი ჰოლდინგს" მიანიჭა."
"ჯიპიაი ჰოლდინგის" შესახებ: "ჯიპიაი ჰოლდინგი" საქართველოს ბაზრის წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა და 2013 წლის მონაცემებით ბაზრის 18%ფლობს. კომპანია ლიდერია დაზღვევის ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჯანრმთელობის, ავტო და საპენსიო დაზღვევა. "ჯიპიაი ჰოლდინგი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრია.