საწვავი გაძვირებას განაგრძობს. საცალო ქსელში დღეიდან „ლუკოილმა" საწვავის ფასი 5 თეთრამდე გააძვირა. ბოლო დღეებში სხვა ბრენდულ ნავთობიმპორტიორებს საწვავზე ფასი არ გაუზრდიათ, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ზრდა მათ ქსელშიც აისახოს.
დღეიდან „ლუკოილის" ქსელში „ევრო სუპერი", „პრემიუმ ავანგარდი" 5-5 თეთრით გაძვირდა და მათმა ფასმა 2,25-2.20 ლარი შეადგინა. გაძვირდა ასევე „ევრო ზიდელი" და მისი ფასი დღეიდან 2,20 ლარია. დიზელის შემთხვევაში გაძვირება ლიტრზე მხოლოდ 3 თეთრით მოხდა.