აშშ-ს სენატში რესპუბლიკელებს მიერ წარდგენილი დოკუმენტის პროექტი შევიდა, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. რუსული მედია წერს, რომ აღნიშნული დოკუმენტი უკრაინისათვის აშშ-ს მხრიდან პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, თუმცა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ამავე ინფორმაცაში ამის შესახებ ნათქვამი არაფერია.
„კანონპროექტი ითვალისწინებს ნატოს გაძლიერებისათვის ზომების მიღებას, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების პროცესის დაჩქარებას და ასევე სანქციების შემოღებას რუსეთის ეკონომიკის საბანკო და ენერგეტიკული სექტორების მიმართ",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტის ავტორები სენატორ-რესპუბლიკელები არიან.