დღეს, 1-ელ მაისს, 20:00 საათზე, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi გაიმართება ფოტოკონკურსის „ქოლგა 2014" გახსნისა და კონკურსის „დაუვიწყარი წამი" დაჯილდოების ცერემონიალი.
„დაუვიწყარი წამი" თიბისი ბანკისა და „ქოლგა თბილისი ფოტოს" ერთობლივი ფოტოკონკურსია, რომელიც 15 აპრილს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკმა თავი მოუყარა ფოტოგრაფებისა და მოყვარულების „დაუვიწყარ წამებს". კონკურსზე წარმოდგენილი ფოტოები გამოფენილია მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის სათავო ოფისში.
კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს „ქოლგა 2014"-ის ჟიური, თიბისი ბანკი კი დაააჯილდოვებს ფოტოკამერით CANON EOS 650D.
ღონისძიება კოსტავას ქ.14-ში, Rooms Hotel Tbilisi-ში ცატარდება.