ბაზრობის მოვაჭრეებს სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მომავალ წლამდე ექნებათ. მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდებათ.
ამ მიმართულებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შევიდა. პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა და მისი განხილვის პროცესი პარლამენტში დაწყებულია.
კანონპროექტის შესაბამისად, ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, 2015 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.