ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იუე ბინი გარდაბანში იმყოფებოდნენ, სადაც საბაჟო-გამშვებ პუნტზე „გარდაბანი და მტკვარი" გაეცნენ სარკინიგზო საინსპექციო რენტგენო-სკანერის მუშაობას.
ჩინური მხარის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული აღჭურვილობა საშუალებას იძლევა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დათვალიერდეს ქვეყანაში რკინიგზით შემოსული როგორც სატრანზიტო, ისე ადგილობრივი ტვირთები.
„ანალოგიური ტიპის სკანერები დამონტაჟებულია პრაქტიკულად ყველა საბაჟ-გამშვებ პუნქტზე. დღეს ვნახეთ, რომ პრაქტიკულად შეუფერხებლადაა შესაძლებელი სატვირთო შემადგენლობის დათვალიერება, რაც ხელს შეუწობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაუმჯობესებას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრთან ერთად მომეცა საშუალება გავცნობოდი ტვირთების მონიტორინგისთვის საჭირო აღჭურვლიობის მუშაობას. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია. აღნიშნული ტექნოლოგია მუშაობს 130-ზე მეტ ქვეყანაში და მოხარულები ვართ, რომ ის წარმატებით მუშაობს საქართველოშიც," - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში იუე ბინმა.
საბაჟო-გამშვებ პუნტქზე განთავსებულია მომსახურების ცენტრი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც გავლილი აქვთ თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსები. ცენტრი აღჭურვილია სპეციალური მონიტორებით, სადაც მიიღება ინფორმაცია, თუ რა სახის ტვირთი გადაადგილდება რკინიგზნით.
მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის ასეთი მექანიზმი არ აფერხებს რკინიგზაზე მიმოსვლას. კონტროლის ასეთი ფორმა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია და უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.