დღეს, 30 აპრილს, სააპელაციო სასამართლოში უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას სასამართლო პროცესი 13:00 საათზე განახლდება
პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ რის შემდეგ მსჯავდებულებს საშუალება ექნებათ საბოლოო სიტყვა წარმოთქვან.
გვიჩიანის ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გია გვიჩიანი თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის ორგანიზებაში არის ბრალდებული. ნიკა ჩემია კი დანაშაულის შემსრულებლად დასახელდა. მსჯავრდებულები თავს უდანაშაულოდ სცნობენ.