ბრიტანელმა დიზაინერმა კრის შელისმა მსოფლიოში ყველაზე „გრძელვადიანი" ქუსლიანი ფეხსაცმელი შექმნა, რომელსაც გარანტიაც დაურთო. როგორც დიზაინერი აცხადებს, ფეხსაცმლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1000 წელია.
ფეხსაცმლის შექმნისას დიზაინერმა ფოლადისა და ვერცხლის მასალა გამოიყენა. როგორც დიზაინერი ამტკიცებს ყველაზე „ხანგრძლივი" ფეხსაცმელი კიდევ ერთ დადებით თვისებასაც ფლობს, რადგანაც მისი შემქმნელის მტკიცებით, ის მსოფლიოში ყველაზე საიმედო ფეხსაცმელია. მისი ღირებულება კი 1600 დოლარია.
ფეხსაცმელს უკვე უწოდეს - Riviera და ის უმაღლესი სტანდარტების მიხედვითაა შექმნილი. ირკვევა, რომ Riviera დღის განმავლობაში 10 საათი და მეტიც შესაძლოა თავისუფლად და კომფორტულად ატაროს მისმა მფლობელმა.