ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით, მრავალფეროვანი არჩევანითა და ინოვაციებით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" პირველ გრანდიოზულ გათამაშებამდე დიდი ფასდაკლების ღამეს მართავს. 30 აპრილს, საღამოს 19:00 საათიდან მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიათა ქსელში ყველა დასახელების ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება გამოცხადდება, რათა რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს „ტექნო ბუმის" მართლაც უპრეცედენტო გრანდიოზულ გათამაშებაში, რადგან 30 აპრილს პირველ პირდაპირ ეთერამდე ბოლო დღეა. ამიტომ ეს დღე ოთხი საათით გრძელდება და გეძლევათ შანსი, ტექნიკა შეიძინოთ დიდი ფასდაკლებით, ყოველ შეძენილ ერთ ნივთზე კი მიიღოთ უპრეცედენტო, გრანდიოზული გათამაშების ერთი ბილეთი და მომენტალურად მოიგოთ ტექნიკა ან ჩაერთოთ 3 მაისს ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში გამართულ გათამაშებაში და მოიგოთ 10 ოროთახიანი ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz , 1000 სმარტფონი, 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 100 სარეცხი მანქანა, 100 მაცივარი , 100 გაზქურა 100 LED ტელევიზორი და სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი.
„20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით მონაწილე ბილეთები, 10 გათამაშებაში პირდაპირ ეთერში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, მათ მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, არ გამოტოვოს ეს შანსი და თუ აქამდე ვერ მოახერხეთ გრანდიოზულ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, არ გამოტოვოთ ბოლო საათები, ისარგებლეთ დიდი ფასდაკლებით და მოგების ყველაზე მეტი შანსით.
პიველი გათამაშება ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში 3 მაისს 21:45 საათზე გაიმართება, - აცხადებენ „ტექნო ბუმში".
გარდა ამისა, ბუმი და ბუმა ამ დღეს პირველად გამოჩნდებიან ფართო საზოგადოების წინაშე და იმედია, თითოეული მომხმარებლისთვის წარმატების მომტანი იქნებიან.
ნებისმერ მსურველს შეუძლია ისინი ერთად იხილოს აღმაშენებლის ხეივანში, მე-13 კმ-ზე მდებარე მაღაზიაში.
იჩქარეთ! „ტექნო ბუმის" პირველ გათამაშებამდე დიდი ფასდაკლების ბოლო ღამე 30 აპრილს ტექნო ბუმის ყველა მაღაზიაში თბილისში , რუსთავში, ბათუმში, ქობულეთში, ფოთში,ქუთაისში, ზესტაფონში,გორში,მარნეულსა და ბოლნისში ერთდროულად, საღამოს 19:00 საათიდან 4 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები