სავალუტო ფონდის მისია, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და ფონდის მუშაობას და სამომავლო გეგმებს გაეცნო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტის განხორციელებაზე, მათ შორისაა 230 მეგავატიანი გარდაბნის პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, 210 მეგავატიანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, შავი ზღვის სანაპიროზე ახალი საზღვაო პორტის, ლიკანის „რიქსოსის" და ე.წ. სენდვიჩპანელების პროექტები.
„რამდენიმე მათგანი, მათ შორის ლიკანის და სენდვიჩპანელების პროექტი წელსვე დასრულდება, რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, მათ განხორციელებაზე ფონდი აქტიურად მუშაობს," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.