დღეს, 22 მარტს, "ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება.
პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, რეალური ვითარება სრულიად შეცვალა და აუცილებელი გახადა სასწრაფო კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის.
"სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს, რადგან ეს ყველაზე მეტად მას აწყობს",- აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები უკვე შედგა და 22 მარტის შეხვედრას საქართველოში მოქმედი ყველა კვალიფიციური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრება.