"Deutsche Bank"-ის მთავარი ეკონომისტი დავიდ ფოლკერტს-ლანდაუ აცხადებს, რომ თავისი ქმედებების გამო უკრაინის მიმართ რუსეთს ძალიან მაღალი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს.
„Deutsche Welle"-ს ინფორმაციით, გაზეთ „Die Welt"-თვის მიცემულ ინტერვიუში დავიდ ფოლკერტს-ლანდაუ აცხადებს, რომ რუსეთზე შეხედულება საერთაშორისო ინვესტორებს „ძირეულად შეიცვლება".
„თავისი მოქმედებების გამო უკრაინის მიმართ, რომლებიც მე -19 საუკუნის სტერეოტიპებს გვახსენებენ, რუსეთი ნაკლებპროგმოზირებადი გახდა. ამიტომაც არც იქ იქნება გასაკვირი, რომ მომავალში მას უცხოური ინვესტიციისათვის არასაიმედო ადგილად ჩათვლიან",_ აღნიშნავს, 64 წლის ექსპერტი.
მისივე თქმით, ამიერიდან მათ ვინც ფულის ჩადებას გადაწყვეტს რუსეთის ფასიან ქაღალდებში ან პირდაპირ ბიზნესში მოუწევთ რუსეთთან დაკავშირებულ უფრო მაღალ რისკებზე ფიქრი.