ევროპა-კავკასია-აზიას (TRACECA) საინვესტიციო ფორუმი 2014 წელს აღარ ჩატარდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ TRACECA -ს, რიგით მესამე საინვესტიციო ფორუმი 2015 წელს გაიმართება.
„წელს ასტანის საინვესტიციო ფორუმზე მხოლოდ TRACECA -ს საინვესტიციო ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება. ის შესაძლოა პანელური პრინციპით გაიმართება" აცხადებენ TRACECA -ს კორპორაციაში.
ადრე საინვესტიციო ფორუმი TRACECA -ს კომისიის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა, ეს იყო 2011 და 2012 წლებში. 2013 წელს კომისიის სხდომა დუშამბეში, საინვესტიციო ფორუმის გარეშე წარიმართა.