დღეს, 22 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ბრიტანეთის საბჭოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოძრავი გამოფენის "დარვინი ახლა" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული მუზეუმიდან აცნობებს, პროექტი დარვინის დაბადებიდან 200 და მისი ნაშრომის "სახეობათა წარმოშობა" პუბლიკაციის 150 წლისთავს ეძღვნება, სადაც დმანისის უახლესი აღმოჩენების ფოტო- და ვიდეომასალა იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, მოძრავი გამოფენა დარვინის ბიოგრაფიისა და მისი მეცნიერული ღვაწლის ამსახველი 20-მდე ქართულ-ინგლისური პოსტერით შედგება.
გამოფენა შემდგომში ილიას უნივერსიტეტში გადაინაცვლებს.