ეროვნული მუსიკალური ცენტრი 0,6 მლნ ლარის დაფინანსებას მიიღებს. როგორც №678 განკარგულებაშია აღნიშნული, მოწონებულ იქნეს „სსიპ - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დაფინანსების შესახებ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სსიპ - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრისათვის გამოყოს 600 000 ლარი"- ნათქვამია განკარგულებაში.