კანადამ რუსეთის ცხრა მოქალაქის და ორი ბანკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. შესაბამისი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცხადდა. სანქცირებულ მოქალაქეებს ასევე ეკრძალებათ კანადის ტერიტორიაზე შესვლა.
სანქციების შემოღების მიზეზად კანადის პრემიერი, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას და სამხედრო აგრესიის გაგრძელებას ასახელებს.
სანქცირებული პირების სია ასე გამოიყურება:
1. ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
2. დიმიტრი კოზაკი, რუსეთის ვიცე-პრემიერი;
3. ალექსეი პუშკოვი, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე;
4. ალექსანდრ ბაბაკოვი, რუსეთის დუმის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის სამართლებლივი განვითარების ორგანიზების კომისიის თავმჯდომარე;
5. ოლეგ ბელავანცევი, რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ყირიმში;
6. ევგენი მუროვი, დაცვის ფედრელური სამსახურის უფროსი;
7. ვლადიმერ ჟირინოვსკი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი;
8. არკადი როტენბერგი, ბიზნესმენი;
9. ბორის როტენბერგი, ბიზნესმენი;
სანქციები ასევე დაუწესდათ „ექსპობანკს" და „რუსენეგრობანკს".