იაპონიის მთავრობამ უკრანიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა.
საუბარია, რუსეთის 23 მოქალაქისათვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ. ოფიციალური ტოკიოს ინფორმაციით, სანქციები სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შეეხებათ. იაპონიის ხელისუფლება ამ დროისთვის კონკრეტული პირების ვინაობას არ აქვეყნებს.
„ჩვენ რუსეთს უნდა მოვუწოდოთ თავშეკავებისა და პასუხისმგებლობისკენ", განაცხადა იაპონიის საგრეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კუსიდამ.
მარტში იაპონიამ უკვე შემოიღო საქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებდა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერებას და ასევე, სამი ორმხრივი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტას.
მასალის გამოყენების პირობები