დღეს, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოლდოვის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ კორმანს, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოლაი ტომოფტს, პრემიერ-მინისტრს, იური ლიანკეს და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრს, ნატალია გერმანს შეხვდება.
შეხვედრებზე მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული გზავნილის პრიორიტეტებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ.
საქართველოსა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.