აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აზრს ვერ ხედავს და მიიჩნევს, კონფლიქტის დეესკალაციისთვის გაცილებით ეფექტური მეთოდი სანქციებია.
"რაც შეეხება უკრაინაში არსებულ სიტუაციას, ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას, რათა რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა განვახორციელოთ. კიდევ რა უნდა გაგვეკეთებინა? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებით, ჩვენ რუსულ არმიასთან დაპირისპირებას შევძლებთ? თუ გაცილებით მეტი შანსი გაქვს, ეკონომიკური სანქციებით დავუპირისპირდეთ?", - განაცხადა "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ და ევროკავშირი დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ განაცხადებენ. ბარაკ ობამას თქმით, სანქციები პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება. რაც შეეხება ევროკავშირის სანქციებს, ის 15 პირს შეეხება.