უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. კანონის თანახმად „დროებით ოკუპირებული ტერიტორია არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი, რომელზეც უკრაინის კონსტიტუცია და კანონები ვრცელდება",_ წერს უკრაინული მედია.
მოცემული კანონის მიხედვით უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა: ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და ქალაქი სევასტოპოლი, შიდაწყლები და უკრაინის ტერიტორიული ზღვა. წყალქვეშა სივრცე ტერიტორიული ზღვის ფარგლებში, საჰაერო სივრცე რომელიც მოცემული ტერიტორიის თავზეა.
მასალის გამოყენების პირობები