თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს, 14.00 საათზე ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარს განიხილავს.
ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილის რეგისტრაციის საკითხი მას შემდეგ განიხილა, რაც "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა, სერგო ჯავახაძემ გორის საოლქო კომისიის განკარგულება გაასაჩივრა, იმ მოტივით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს, კანონის შესაბამისად, ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია.