ხვალ, 22 მარტს 14:30, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მასაიომი კამოჰარას შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება, საუბარი შეეხება იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს, მათ მდგომარეობას, პრობლემებს, წარმატებებს და ა.შ.