როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ხვალინდელი "ლეიბორისტების" მიერ ინიცირებული ოპოზიციური პარტიების კრება - სასტუმრო "თბილისი - მარიოტში", მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს ემსახურება.
"ხვალინდელი, გავლენიანი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა, რომლებიც თავის მხრივ წარმომადგენლობის დონეზე წარმოადგენენ დღევანდელი ხელისუფლების მთავარ ოპოზიციას - ეს გახლავთ ქართველი ხალხი, მრავალეროვანი საქართველოს მოსახლეობა და ქართული საზოგადოება, რომლებიც გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობის მთავარ მტკივნეულ საკითხებს და მისწრაფებებს ჰქონდეთ ხვალინდელი დღის პერსპექტივა, როგორც საკუთრივ თვითეულ მოქალაქეს ისე მთლიანად ქვეყანას, იმსჯელებენ მიმდიანრე ურთულეს პოლიტიკურ მომენტზე. მსჯელობანი და შეთანხმებანი გაივლის ერთადერთ ინტერესზე ეს გახლავთ ჩვენი სამშობლო საქართველო", - განაცხადა ნეტან კირთაძემ.
კითხვაზე იგეგმება თუ არა ხვალიდელ შეკრებაზე რაიმე სახის დოკუმენტის მიღება, იმ შემთხევაში თუ ოპოზიციური პარტიები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდებიან ნესტან კირთაძე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი ხვალ გაირკვევა.
"დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ყველა პროცედურული საკითხი მსჯელობების დროს გამოიკვეთება და ყოველივე ეს გაცხადებული იქნება პრესისის წინაშეც", - აღნიშნა კირთაძემ.