ბათუმის ბულვარი ტურისტულ სეზონს მოწესრიგებული შეხვდება. ძველ ბულვარში ზღვასთან მისასვლელ ყველა ბილიკზე ფუნდამენტურად იცვლება ფილები. 2014 წლის ბიუჯეტი 6 440 00 ლარს შეადგენს. აქედან 2014 წელს ბულვარში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 3 447 400 ლარია გათვალისწინებული.
"ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმები ასრულებენ. დაწესებულია ვადები, რომლის ფარგლებშიც ისინი სამუშაოებს ახორციელებენ. ამ ეტაპზე დადგენილ ვადებს წინ უსწრებენ. 26 მაისისთვის ყველა დაწყებული სამუშაო დასრულდება." - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები